დღევანდელი ჩვენი მოგაზაურობა იწყება პრომეთეს მღვიმიდან. ეს არის კირქვეთში გამომუშავებული მღვიმე, რომელიც ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა. აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს.

„პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.

პრომეთეს მღვიმიდან ჩვენ გზას გავუდგებით სათაფლიისაკენ. სათაფლია, დაწყებული პრეისტორიული ხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით თითოეულ სტუმარს არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.

აქ შეგიძლიათ ნახოთ მღვიმე, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება.

სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი ადგილია.

ამ არაჩვეულებრივი სანახაობის შემდეგ უკვე დრო არის დასვენებისა და გატვირთვისათვის. ამ მიზნით ჩვენ ვეწვევით მსიფლიოსი ერთ-ერთ უძველეს საკუროტო ქალაქს – წყალტუბოს.

წყალტუბო ცნობილია მიწისქვეშა ცხელი სამკურნალო წყლებით, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებას. სამკურნალო წყლებს იყენებენ პრევენციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი გაუმჯობესებისათვისაც და მას უწოდებენ “სიცოცხლის წყალს”.

წყაროების პარკში, სადაც მდებარეობს სამკურნალო წყლების პარკი, მოწყობილია აბანოები, არის ბავშვთა გასართობი ცენტრი, წიწვოვანი ტყე და სასიამოვნო გარემო, სადაც შეგიძლიათ მკურნალობის, დასვენების და გაჯანსაღების სასიამოვნოდ ერთამანეთთან შეთავსება.

წყალტუბოში მდებარეობს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სასში  მუზეუმში დაცული არის წყალტუბოს რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური მასალა პალეოლითის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით.

მუზეუმი განთავსებულია წყაროების პარკთან ახლოს.

უფრო მეტი გატვირთვისა და საბოლოოდ სასიამოვნო საღამოზე განსაწყობად ჩვენს შემდგომ მიზანს წარმოადგენს გაბზარული ტბა – სოფელი ყუმისთავი, რომელიც მდებარეობს წყალტუბოდან 10 კმ-ს დაშორებით.

ბუნების ძეგლი, რომელიც ნადვილ საოცრებას წარმოადგენს. ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება ღრმა ნაპრალი, რომლის ფსკერზე მდებარეობს ტბა. აქ მდებარეიბს ასევე მღვიმის შესასვლელიც.

გაცდილეთ დაღლილები დავბრუნდებით ქუთაისში, სადაც თქვენ გელოდებათ სასიამოვნო საღამო უგემრიელეს ქართულ კერძებსა და არომატულ ქართულ ღვინოსთან ერთად (ხახშამი ინდივიდუალურად, არ შედის ტურის ღირებულებაში).

თითო პიროვნებაზე 40 € /  სტარტი ქუთაისში ტურისტული ინფორმაციის ცენტრთან ლ ყოვედილის 09:30 საათზე


არა სავალდებულო დაჯავშნის მოთხოვნა

* თ მონიშნულის შევსება სავალდებულოა.
სახელი და გვარი *

ქუჩა *

ადგილი / საფოსტო ინდექსი *

თქვენი მეილის მისამართი *

ტელეფონის ნომერი * (საერთაშორისო კოდით, მაგ. +955 234 567890)

ბინის ამორჩევა *

სასურველი მოგზაურობის დღე * დასაწყისი ქუთაისში ტურისტული ინფორმაციის ცენტრთან ყოველ დილით 09:30 საათზე

პირთა რაოდენობა * რომელთაგან ბავშვები


ვირუსისგან დაცვა *
გთხოვთ შეიყვანოთ შედეგი.

შენიშვნა: ჩვვენ ვინახავთ თქვენს პირად მომაცემებს, იმისათვის რომ პასუხი გავცეთ თქვენს კითხვას და შესაბამის შემთხვევაში მოგმართოთ წარმოქმნილი კითქვებით. ამ მონაცემების მესამე პირზე გადაცემა არ ხდება. ჩვენს პირადი მონაცემების კონფედენციალურად დაცვის წესებს იპოვით აქ.