მოგხაურობა

ყოველი ქართველისათვის ცნობილი არის ვეფხისტყაოსანი. ეს წარმოადგენს რაინდთა საგას, რომელიც ქართველი ერის ეროვნული ლიტერატულულ საგანძურს წარმოადგენს. ეს ნაწარმოები შექნმა შოთა რუსთაველმა თამარ მეფის დავალებით. არსებობს ლეგენდა , რომლის თანახმადაც მათ აუსრულებელი სიყვარული აკავშირებდათ.

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და აღმოაჩინეთ ამ ქვეყნის მითები და ლეგენდები. ჩვენი ვრცელი მოგზაურობით თქვენ მოგეცემათ საშუალება ინახულოთ კავკასიონის მთები, ეკლესიები და მონასტრები, ღვინისა და მფეთქავი ქალაქების ერთმანეთის საპირისპირო სამყაროები.

ვეფხისტყაოსანი წარმოადგენს ლეგენდას რაინდისა, რომელიც სავსე არის ვნებით. ამ მოგზაურობით ჩვენ გვსურს გაგიღვიძოთ ვნება ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ტურის მიმდინარეობა

ჩამომგზავრება

ჩამოფრენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს შაბათ დღეს. დიდი სიამოვენებით გაგიწევთ სატრანსფერო მომსახურეობას აეროპორტში ან სხვა ადგილას. მოგზაურობა ყოველთვის იწყება ყოველთვის თქვენი სასტუმროდან კვირას 9.30 საათზე საუზმის შემდეგ. ღამის გათევის საფასური შედის მოგზაურობის ფასში.

გამგზავრება

გამგზავრება ან მოგზაურობის გაგრძელება ხდება თბილისიდან. დიდი სიამოვნებით ჩაგიყვანთ უკან ქუთაისში ან ბათუმში. ასევე დიდი სიმოვნებით გაგიწევთ დახმარებას სასტუმროს პოვნაში. გსურთ რომ გააგრძელოთ თქვენი შვებულება რამოდენიმე დღით? მიმართეთ ჩვენს გუნდს, ჩვენ სიამოვნებით მოვახდენთ ყველაფრის ორგანიზაციას.

მონაწილე:
ტური: 14 დღე
მოგზაურობის ხელმძღვანელი: ქართული
ფასი: 1.550 ევრო / ჩამოსვლა / გამგზავრება ქუთაისი
ერთკაციანი ოთახის დამატებითი ფასი: 290 ევრო
ტანისამოსი: თქვენ გესაჭიროებათ სალაშქრო ფეხსაცმელი კარგი ძირით. კავკასიონის ტურისათვის წყალისა და ქარის გაუმტარი ტანისამოსი.

მოგზაურობის დასაწყისი

მოგზაურობის დასაწყისი

1. დღე კვირა – ქუთაისი და რეგიონი

დასაწყისი 9.30 საათზე. ექსკურსია ქუთაისში. ბაგრატის ღვთისმშობის საკათედრო ეკლესიას თავისი არქიტექტროურლი და კულტური მნიშვნელობით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს არქიტექტორულ ისტორიაში. ისტორიულად იგი წარმოადგენს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს.
ბაგრატის კათედრალის შემდეგგ, როგორც არქიტექტორულად, ასევე ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გელათის სამონასტრო კომპლექსს. იგი დაარსებული იქნა 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ. მონასტერში მდებარეობს ქართველი მეფეების სამარხი. დღიური ექსკურსია გვირგვინდება მოწამეთის სამონასტრო კომპლქსის მონახულოებით.

თავისუფალი დრო, ტრადიციული ქართული ვახშამი.

დღე 2 ორშაბათი – ზუეგდიდი და სვანეთი

მოგზაურობის დასაწყისი 9.00 საათზე სამეგრელოსკენ, ზუგდიდის მიმართულებით. დადიანების სასახლის მონახულება, რომელიც კავკასიაში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლედ ითვლება. ზუგდიდიდან ჩვენ ვიწყებთ მგზავრობას სამეგრელოსა და სვანეთის ულამაზესი ბუნების გავლით კავკასიონის მიმართულებით.
ჩვენს მიზანს წარმოადგენს მთის ქალაქი მესტია.

დღე 3 სამშაბათი – უშგული

დასაწყისი 9.00 საათზე მესტიიდან მოკლე გზით ჰაცვალის მთისკან. თქვენ ახვალთ ზემოთ საბაგირო გზით და ისიამოვნებთ არაჩვეულ;ებრივი პანორამით. აქ პირველად ქრის ქარი ძლიერად.
გზა უშგულისაკენ გადის კავკასიის მთავარ გზზე – რაც უფრო მაღლა ავდივართ, უფრო მეტად ვიწრო ხდება გზა. ჯიპები გაივლიან ლამაზ სოფლებსა და ულამაზესი ბუნებას.
უძველესი კოშკების მონახულება უშგულში.

3-4 საათიანი ლაშქრობა მთებში ან სურვილის შემთხვევაში მოვაწყობთ ტურს ცხენით (ღირებულება არ შედის ტურის ფასში). ჩვენ მოვამზადებთ ქართულ ტრადიციულ ქართულ კერძებს და ვისიამოვნებთ ქართული სტუმართმოყვარეობით.

დღე 4 ოთხშაბათი – სათავგადასავლო ტური უსგულიდან კუთაისისაკენ

დასაწყისი დილის 9.00 საათზე. მგზავრობა უშგულიდან ქუთაისის მიმართულებით იქცევა თავგადასავლად. ამ მგზავრობისას თქვენ დააფასებთ ჯიპის კომფორტს. ისიამოვნეთ ცოცხალი და წყნარი სოფლებით, ყვავილიანი მინდვრებით, ჩანჩქერებითა და კავკასიონის მაღალი მთებით.
სათაფლიიის პანორამის მონახულება და გაისეირნეთ საღამოს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. გაბაშვილის გურაზე ისიამოვნეთ ვახშამით, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება ქუთაისასა და კავკასიონზე.

დღე 5 ხუთშაბათი – რაბათი – ვარძია – ბაკურიანი

საწყისი დილის 9.00 საათზე. ჩვენ გავემგზავრებით აღმოსავლეთისაკენ და მოვინახულებთ პატარა კავკასიონში რაბათის ისტორიულ ციხეს. სადილის შემდეგ ჩვენ მივაღწევთ ქვაში გამოკვეთი ქალაქს -ვარძიას და ვისიამოვნებთ ამ ერთჯერადი სილამაზით.
საღამოს ჩვენ გავატარებთ ბაკურიანში, სადაც ძალიან ბევრი ქართველი ატარებს ზამთრის შვებულებას.

დღე 6 პარასკევი – ბორჯომი, მცხეთა, ჯვარი

დასაწყისი 9.00 სათზე. ბორჯომი მისი წყლებით ცნობიი არის საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მოინახულეთ ცხელი წყლის წყარო და ჯანრთელობის სასარგებლოდ გაბედეთ ამ წყლის ერთი ყლუპის დალევა. გაისეირნეთ ქალაქში და დაგააგრძელეთ გზა თბილისის მიმართულებით, მცხეთისაკენ.
მცხეთის სვეტიცხოველი არის წმინდა ადგილი. იგი წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანობის დასაწყისის სიმბოლოს. მრავალმა ქართველმა მეფემ აქ იპოვა უკანასლნელი მომასვენარი. მოინახულეთ ჯვრის მონასტერი – მე-6 საუკუნიდან,რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი გუმბათოვან ეკლესიას წარმოადგენს.

გასეირნება და ღამის გათევა მცხეთაში.

დღე 7 შაბათი – ძველი სამხედრო გზის გასწვრივ

დილის 09.00 საათზე ჩვენ ვიწყებთ დღევანდელ მგზავრობას მცხეთიდან ძველი სამხედრო გზის გასწვრის – უმშვენიერესი ჟინვალის წყალსაცავის გავლით ძველი სამხედრო გზის გასწვრივ. აქ ჩვენ შეგვხვდება პანორამის გადასახედი. ამ გზაზე ჩვენ მოვინახულებთ ანანურის ციხე-სიმაგრეს და გავუდგებით გზას საქართველოს ყველაზე დიდი სამთო-სათხილამურო კურორტი – გუდაურისაკენ. პანორამის გადასახედთან თქვენ შეხვდებით ხალხმრავლობას. ამ ადგილს ქართველები დიდი სიამოვნებით სტუმრობენ ოჯახთან ერთად. აქ თქვენ იპივით, როგორც თანამედროვე ოჯახის მამას ავტომობილით ან ჯიპით, ასევე ბობოქარ კავკასიელს თავისი ცხენით.

ისიამოვნეთ ველურ ხეობაში 1 საათის განმავლობაში კვადროციდით და შეიგრძენით ველური ქარი.

დღის ტური მთავრდება ყაზბეგში, საღამოს გასეირნებით და ვახშამით.

დღე 8 კვირა – ლაშქრობა

დასაწყისი 9.00 საათზე. ყაზბეგის ზემოთ მდებარეობს გერგეთის სამების მონასტერი. 3 საათიანი ლაშქრობა (სალაშქრო ტანისამოსი და ფეხასაცმელი). დანაყრების შემდეგ ჩვენ გზას გავაგრძელებთ გზას დარიალის მონასტრისაკენ. თქვენ საშუალება გაქვთ ან დაისვენოთ და ისიამოვნოთ ბუნებით ან დღე დაასრულოთ დარიალის ხეობაში 3 – საათიანი ლაშქრობით .

ყაზბეგში უკან დაბრუნებულებს გველოდება უგემრიელესი ხინკალი – ყველა ქართველის საყვარელი კერძი.

დღე 9 ორშაბათი – თბილისი

დასაწყისი 9.00 საათზე ყაზბეგიდან თბილისის მიმართულებით
ექსკურსია თბილისში (ძველი ქალაქი, ქართლის დედის მონახულება, სამების საკათედრო ტაძარი, მშვიდობის ხიდი)
თავისუფალი დრო
საღამოს თბილისი სთავაზობს მის სტრუმრებს დროის გაატარების ყოველგვარ შესაძლებლობას. ყოველი სტუმარი მოძებნის მისი გემოვნების შესაბამისად დროის გატარების შესაძლებლობას. ჩაყვინთეთ ამ მგეთთქავ ქალაქში და განიცადეთ საღამო და ვახშამი საკუთარი გემოვნების და ნების შესაბამისად.

დღე 10 სამშაბათი – დავით გარეჯი

დასაწყისი 9.30 საათზე. თბისიდან 90 კმ – ის მოშორებით მდებარეობს სტეპის რეგიონი ქართულად – უდაბნო. ამ უკიდეგანო უდაბნოს რეგიონში ტურისტებს დავით გერჯის მონასტერი იზიდავთ. ამასთან ერთად ამ რეგიონს კიდევ სხვა შემოთავაზებაც ღირშესანიშნაობაც გააჩნია. ბენება არის არა მარტო ფერადი და მომხიბვლელი, არამედ თქვენ აქ შეიგრძნობთ არაჩვეულებრივ სიწყნარესა და სიმშვიდეს. განიცადეთ უდანბოს არაჩვეულებრივი სიმყუდროვე (დაახ. 2 ½ სთ.) საქართველოს სამხრეთ რეგიონში ჩვენ მოვინახულებთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს.

არაკეთილმოწყობილ და ქვიან გზას მივყავართ საქართველოს ღვინის რეგიონსი – კახეთში.

ვახშამი და ღამის გათეევა კახეთში.

დღე 11 ოთხშაბათი – ექსკურსია კახეთში

დასაწყისი 9.30 საათზე. ჩვენ მოვინახულებთ ღვინის რეგიონს კახეთს. ტური გრძელდება ლამაზი ქალაქის სიღნაღის გავლით ბოდბის მონასტროსა და ყვარელისაკენ. ჩვენ მოვინახულებთ თავადი ჭავჭავაძეების მამულს – წინანდალს. თქვენ დავტკბებით ამ უმშვენიერესი პარკის სილამაზითა და სიმყუდროვით.

ჩვენ გირჩევთ მუზეუმის მონახულებას და გზის გაგრძელებას ულამაზესი ვენახების გავლით თელავის ბაზრის მიმართულებით. თელავი წარმოადგენს საქართველოს მეღვინეობის ცენტრს. ჩვენ ვესტუმრებით ულამაზეს ზვარს და იქ გავატარებთ 2 უმშვენიერეს დღეს.

თქვენ კულინარიულად იქნებით განებივრებული რეგიონლური კერძებითა და ღვინით.

დღე 12 ხუთშაბატი – დასვენება ზვარშო

თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ დაისვენებთ ზვარში თუ მიიღებთ მონაწილეობას ექსკურსიაში ახლომდებარე ზვარში, ქალაქ ალავერდში. დაათვალიერეთ თუ როგორ მზადდება ტრადიციული ქართული ქვევრი (ვარდისუბანი) და დააგემოვნეთ არაჩვულებრივი ქართული ღვინო. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ღვინისმწარმოებელ ქვეყანას და მისი გემოთი და ხარისხით არ ჩამოუვარდება მსოფლიოს უმაღლესი ხარისხის ღვინის რეგიონებს. დააგემოვნეთ სავსე ბუკეტის მქონე საფერავი და ხვანჭკარა და გადახედეთ ბოლო დღეებში განცდილს.

დღე 13 პარასკევი – თბილისი

უკან დაბრუნება თბილისში. ისიამოვნეთ ამ მფეთქავი ქალაქით საკუთარი სურვილის შესაბამისად. ღამის გათება შედის ფასში.

დღე 14 შაბათი

თქვენი თვითმფრინავის ჯავშანის ან მოგზაურობის გაგრძლების სურვილის შესაბამისად ჩვენ თქვენ ჩაგიყვათ ქუთაისში ან ბათუმში. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვიზრუნებთ სასურველ ქალაქშიი თქვენის ღამის გასათევზე შაბათიდან კვირაზე – ეს არ არის ტურის ფასის შემადგენელი ნაწილი.


გეორგიენ ჰოლიდეის მომსახურეობაში შედის:

ტურის ორგანიზაცია
ტრანსფერი აეროპტებიდან და აეროპორტებში
გერმანულენოვანი გიდი
ღამის გათევა (მე-14 დღის გარდა – ინდივიდუალური ჯავშანი)
საჭმელი პროგრამის შესაბამისად (საუზმე, პიკნიკი, ვახშამი)
3 ღამის გათევა ქუთაისში
1 ღამის გათევა მესტიაში
1 ღამის გათევა უშგულში
1 ღამის გათევა ბაკურიანში
1 ღამის გათევა მცხეთაში
2 ღამის გათევა ყაზბეგში
2 ღამის გათევა თბილისში
1 ღამის გათევა კახეთში
2 ღამის გათევა თელავში, ზვარში
მოგზაურობა 4 x 4 ჯიპით
ამინდისა და მოგზაურების სურვილის შესაბამისად ტური შეიძლება მცირედ შეიცვალოს
ერთკაციანი ოთახის დამატებითი ღირებულება 290 ევრო

ყურადღება – ფრენები საქართველოში და საქართველოდან არ წარმოედგენს ტურის ღირებულების შემადგენელ ნაწილს.

ტურის ღირებულება: 1.550,00 ევრო


არა სავალდებულო დაჯავშნის მოთხოვნა

* თ მონიშნულის შევსება სავალდებულოა.
სახელი და გვარი *

ქუჩა

ადგილი / საფოსტო ინდექსი

თქვენი მეილის მისამართი *

ტელეფონის ნომერი * (საერთაშორისო კოდით, მაგ. +955 234 567890)

სასურველი მოგზაურობის თარიღი
ჩამოსვლის *   გამგზავრების *

პირთა რაოდენობა *


ვირუსისგან დაცვა *
გთხოვთ შეიყვანოთ შედეგი.

შენიშვნა: ჩვვენ ვინახავთ თქვენს პირად მომაცემებს, იმისათვის რომ პასუხი გავცეთ თქვენს კითხვას და შესაბამის შემთხვევაში მოგმართოთ წარმოქმნილი კითქვებით. ამ მონაცემების მესამე პირზე გადაცემა არ ხდება. ჩვენს პირადი მონაცემების კონფედენციალურად დაცვის წესებს იპოვით აქ.